Monday, March 2, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა რაც  ძალიან გულდასაწყვეტია. ვთვლი რომ ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნივნელოვანი და სასარგებლო იყო. 
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები:
1. ნატა ქევხიშვილი თემა: გლობალური დათბობა საქართველოში.
2. ბათია ბეჭვაია. თემა: გეომეტრიული ფიგურები. 
3. მაკა მამასახლისი. თემა: მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
4. სოფიკო გაფრინდაშვილი. თემა: ტურისტული ძეგლები საქართველოში.
5. ნათია შიუკაშვილი. თემა: ალავერდობა.
6. მაია მანჯგალაძე. თემა: ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლი ჩემს უბანში.
7. თამარ მაისურაძე. თემა: მოსახლეობის დამოკიდებულება ბირთვული იარაღის მიმართ. 
8. ნანა დვალი თემა: კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში.
9. მაია კაკაურიძე. თემა: მინდა კომპიუტერი ვიყიდო.
10. ჩემი თემაა: წრფივი ორუცნობიანი უტოლობის გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
ყველა პროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რაც დიდ ინტერესს გამოიწვევს მოსწავლეებში. 

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო და ძალიან სასარგებლო იყო. დღეს ვისწავლეთ blogger-ში მუშაობა. ახალი pages-ის შექმნა. My Drive-დან ინფორმაციის ბლოგზე განთავსება. მოსწავლეს შევუქმენით ინტერვიუებისათვის კითხვარი რომელიც განვათავსეთ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს გვქონგა საშინაო დავალების პრეზენტაცია. გეგმაში უნდა ჩაგვეწერა აქტივობები მიმდევრობით. მოვისმინეთ ერთმანეთის გეგმები და შევაჯამეთ. გავაანალიზეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, რომლის მიხედვით შევადგინეთ მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი. ასევე გავაანალიზეთ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. მოსწავლეებისათვის მოვამზადეთ პრეზენტაციის დამხმარე ჩარჩო. პრეზენტაციის რუბრიკას მივანიჭეთ ქულები შეფასებისათვის.


Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე საკვანძო საკითხებით იყო გატვირთული. დღეს გავამთლიანეთ პროექტის მონახაზი. განვიხილეთ თვიშეფასების რეფლექსია. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. ვისწავლეთ აქტივობების თანმიმდევრული ჩამონათვალი. გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისათვის.

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. დღეს ვისწავლეთ დრავის გამოყენება ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი მუშაობისათვის. გავუზიარეთ ერთმანეთს დრაივის საშუალებით ნამუშევრები და გავაკეთეთკომენტარები. PowerPoint ში გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთეთ დრაივზე. გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეთხე დღე დატვირთული და საინტერესო იყო. დღეს ვისწავლეთ პროექტის შეფასება პროექტის დასაწყისში, პროექტის მიმდინარეობისას და პროექტის ბოლოს. გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მნიშვნელობასა და მიზანს. გავაკეთეთ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე შეფასების ცხრილი. შედეგები ავტვირთეთ Google Drive-ზე.