ტრენინგის მესამე დღე გაცილებით საინტერესო და დატვირთული იყო. დღეს შევაჯამეთ გავლილი მასალა. გვქონდა შესრულებული დავალების (ბროშურების) პრეზენტაცია. გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. გავაანალიზეთ პროექტის შედეგები, რაც მიღწეული უნდა იყოს ეროვნული გეგმის და სტანდარტის შესაბამისად. ვისწავლეთ სხვადასხვა სახის შეკითხვები (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი.), რაც მოსწავლეს დაეხმარება პროექტის უკეთ გააზრებასა და მიზნის მიღწევაში. გავავლეთ პარალელი ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებსა და მისაღწევ შედეგებს შორი. დღევანდელი ტრენინგით სიღრმისეულად გავიაზრე პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და აუცილებლობა.
No comments:
Post a Comment